აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, სახელმწიფო ვალმა ახალ მაქსიმუმს – $32 ტრილიონს მიაღწია.
ორი კვირაც არაა გასული მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლითაც სახელმწიფო ვალის ლიმიტი $31,4 ტრილიონამდე გაიზარდა და შეერთებულმა შტატებმა დეფოლტის თავიდან არიდება შეძლო.
ლიმიტის გაზრდა აშშ-ის მთავრობას საშუალებას აძლევს, სესხად აიღოს შეუზღუდავი ოდენობის თანხა 2025 წლის 1-ელ იანვრამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობას შეუძლია, დააფინანსოს სოციალური პროგრამები და სხვა ხარჯები.
ფედერალურმა სესხების ოდენობამ რეკორდი მოხსნა
ვალის ლიმიტის გაუქმებიდან პირველივე დღეს ფედერალური სესხები დაახლოებით $400 მილიარდით გაიზარდა.
ექსპერტებმა განმარტეს, რომ მორიგი ეკონომიკური პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, მთავრობამ ვალის გამომწვევ მიზეზებს უნდა გადახედოს.
პროგნოზების მიხედვით, მომდევნო 30 წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, კიდევ $127 ტრილიონის ვალი დაიდოს.
აშშ-ის მთავრობის ანგარიშვალდებულების ოფისმა (GAO) თეთრი სახლი გააფრთხილა, რომ ვალის ამჟამინდელი ტემპით დაგროვება თუ გაგრძელდება, მას გრძელვადიან პერსპექტივაში რთული ფისკალური მომავალი ექნება.