ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით რეისებს ამატებს
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება გერმანულ ბიუჯეტურ ავიაკომპანია Eurowings-თან მოლაპარაკებებს ქუთაისიდან ფრენების დაწყების საკითხზე აწარმოებს. აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის ირაკლი ქარქაშაძის ინფორმაციით, ზაფხულის სეზონისთვის პირდაპირი რეგულარული ფრენები გერმანიის 9 ქალაქის მიმართულებით განხორციელდება, როგორც თბილისის, ისე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან.
Eurowings, რომელიც Lufthansa-ს ჯგუფის წევრი ავიაკომპანიაა, საქართველოს ავიაბაზარზე 2021 წელს შემოვიდა და ამჟამად ფრენებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს დიუსელდორფის და შტუტგარტის მიმართულებით.