რუსული ჯარების მიერ ოკუპირებული ენერგოდარის მოსახლეობას მოუწოდებენ, დატოვონ ქალაქი. ქალაქის მერის პირველმა მოადგილემ, ივან სამოიდიუკმა რადიო თავისუფლებისთვის გაკეთებულ კომენტარში განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შეიძლება კონტროლი დაიკარგოს.
„ღია საფრთხეები არ არსებობს, მაგრამ სიტუაცია შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს და ნებისმიერ მომენტში კრიტიკული გახდეს”, – თქვა სამოიდიუკმა.
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს საფრთხეს უქმნის წყლის დონის სწრაფი ვარდნა კახოვკის წყალსაცავში, რომელიც იცლება რუსების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის ადრე დანაღმული კაშხალის აფეთქების შემდეგ.
წყალი აუცილებელია ატომური რეაქტორების გაგრილების სისტემების მუშაობისთვის. ჯერჯერობით წყლის დონე აუზში გაგრილების სისტემისთვის საკმარისია, მაგრამ სიტუაცია შეიძლება სწრაფად შეიცვალოს.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და ქალაქი ენერგოდარი ოკუპირებულია ომის პირველი კვირებიდან.
სიტუაციის ადგილზე გასაცნობად უკრაინაში ჩასვლას აპირებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორი რაფაელ გროსი.