მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის 1,7%-დან 2,1%-მდე გაზარდა, რადგან აშშ-ის, ჩინეთის და სხვა დიდი ქვეყნების ეკონომიკა მოსალოდნელზე უფრო მდგრადი აღმოჩნდა.
ორგანიზაციამ ასევე თქვა, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთები და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა უფრო დიდ გავლენას ეკონომიკაზე მომავალ წელს მოახდენს. კერძოდ, შეამცირებს ბიზნესსა და საცხოვრებელ უძრავ ქონებაში ჩადებულ ინვესტიციებს.
მსოფლიო ბანკის ივნისის ანგარიშში, გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები, ნათქვამია, რომ გლობალური მშპ 2024 წელს 2,7%-დან 2,4%-მდე შემცირდება.
ხოლო 2025 წლისთვის გლობალური ზრდის პროგნოზი 3.0%-ს შეადგენს.
მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა, ინდერმიტ გილმა განაცხადა, რომ 2023 წელი განვითარებული ეკონომიკებისთვის მაინც ერთ-ერთი ყველაზე ნელი ზრდის წელი იქნება.
ორგანიზაციის პროგნოზები რუსეთის მიმართ, რომელიც აპრილში გადაიხედა, არ შეცვლილა: მსოფლიო ბანკი 2023 წელს რუსეთის მშპ-ის 0,2%-ით კლებას ელის, ხოლო 2024 წელს – 1,2%-ით ზრდას.
მსოფლიო ბანკი ვარაუდობს, რომ 2023 წლისთვის აშშ-ში ეკონომიკა 1.1%-ით გაიზრდება, რაც 2-ჯერ მაღალია იანვარში გაკეთებულ პროგნოზთან შედარებით. ხოლო ჩინეთში მოსალოდნელია 5.6%-მდე ზრდა, იანვარში გაკეთებულ 4.3%-იან პროგნოზთან შედარებით.