OPEC+-ის შიგნით დაძაბულობა წარმოქმნა ნავთობის მოპოვების შემცირების საკითხზე.
საუდის არაბეთსა და OPEC-ის სხვა წევრებს შორის მწვავე დავა მოჰყვა ნავთობის მოპოვების კვოტების საკითხს გუშინ, გადამწყვეტი შეხვედრის წინ. საუდის არაბეთი ცდილობს ორგანიზაციის შედარებით „მცირე” წევრები აიძულოს, შეამცირონ ნავთობის წარმოება, რაც ნავთობის ფასის გაზრდას გამოიწვევს. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.
უთანხმოებაა ნავთობის ორ მთავარ მწარმოებელს – საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის.
მოსკოვი სავარაუდოდ, ეწინააღმდეგება საუდის არაბეთის მიერ დასახელებულ, დღიური მოპოვების 1 მილიონ ბარელამდე შემცირებას.
შემცირების მიზანია ნედლი ნავთობის ფასების გაზრდა. თუმცა, წევრების უმეტესობა ყოყმანობს წარმოების კვოტების შემცირებაზე, რადგან ეს პირდაპირ გავლენას ახდენს მათ შემოსავალზე.
თუ შეთანხმებას მიაღწევენ, ეს OPEC+-ის მიერ მოპოვების მესამედ შემცირება იქნება ოქტომბრის შემდეგ, როდესაც მათ წარმოება დღეში 2 მილიონი ბარელით შეამცირეს.
აპრილში საუდის არაბეთმა და რუსეთმა, მოპოვება დამატებით დღეში 1,6 მილიონი ბარელით კიდევ შეამცირეს.