დღეს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა საზოგადოებას ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას გააცნობს.
მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, კითხვები დაუსვან ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს.
პირდაპირი ეთერი ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა და ფეისბუქზე – fb.com/NationalBankofGeorgia/ 12:00 საათზე დაიწყება.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი კვარტალში ერთხელ იკრიბება და გადაწყვეტილებას იღებს მაკროპრუდენციული პოლიტიკის შესახებ.