საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსეთთან პირდაპირი ფრენის უფლება რუსულ ავიაკომპანიას Red Wings-ს მისცა. ავიაკომპანია სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის რეისების შესრულებას ივნისიდან იწყებს.
სააგენტოს ინფორმაციით, Red Wings მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს შეასრულებს ორივე მიმართულებაზე, კვირაში 3-ჯერ – ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს. ავიაკომპანიას განაცხადში ამ მიმართულებებზე ფრენების დაწყების თარიღად 2 ივნისი აქვს მითითებული.
ეს უკვე მესამე ავიაკომპანიაა, რომელმაც რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების უფლება მიიღო. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ნებართვები უკვე გაცემული აქვს რუსულ ავიაკომპანია Azimuth-სა და ქართულ Georgian Airways-ზე.