რუსეთის სიდიდით მეორე ბანკმა VTB Bank-მა ირანში ოფისი გახსნა. ამის შესახებ ირანის ვაჭრობის ხელშეწყობის ორგანიზაციის TPOI-ის ხელმძღვანელმა ალირეზა პეიმან-პაკმა თავის Twitter-ზე დაწერა.
მხარეები აცხადებენ, რომ მათი ეს ნაბიჯი კიდევ უფრო განავითარებს ბანკთაშორის კომუნიკაციებს დასავლეთის მიერ სანქცირებული ქვეყნებს შორის.
ასევე, საშუალებას მისცემს ირანელებს, განსაკუთრებით ბიზნესის მფლობელებს, მიიღონ უსაფრთხო წვდომა აფრიკის, ლათინური ამერიკის, აზიისა და ევროპის მრავალ ფინანსურ სისტემაზე, სადაც VTB და მისი შვილობილი კომპანიები ოპერირებენ.
ირანელებს ასევე ექნებათ წვდომა ბანკის წარმომადგენლობებში ბელორუსში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და შვედეთში.
ირანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა მოჰამედრეზა ფარზიმ იანვარში განაცხადა, რომ ირანის საბანკო სისტემა ხელახლა უერთდება მსოფლიო ეკონომიკას და მას 106 უცხოურ ბანკთან პირდაპირი კავშირი უკვე აქვს.
ირანი და რუსეთი ჩართულები არიან SEPAM/SPFS გადარიცხვების სისტემაში, რასაც SWIFT-ის ალტერნატივად განიხილავენ. რუსეთი ალტერნატიული სისტემის გაძლიერებას მას შემდეგ ცდილობს, რაც დასავლეთმა SWIFT-ზე წვდომა დაუბლოკა.
მოსკოვი და ირანი მიზნად ისახავენ, დაასრულონ აშშ-ის ჰეგემონია ფინანსურ ტრანზაქციებსა და საერთაშორისო ფულად სისტემებზე.
VTB Bank-ის საკონტროლო პაკეტი რუსეთის სახელმწიფოს მფლობელობაშია.