ლარის კურსის უცხოური ვალუტის მიმართ გამყარებამ (რაც თითქმის 8 თვეა გრძელდება), ხელი შეუწყო დანაზოგების ეროვნულ ვალუტაში შენახვას.
დეპოზიტების გალარების ბოლო თვეების ტენდენციას სებ-ის ვიცეპრეზიდენტი პაპუნა ლეჟავაც აღნიშნავს. მისი თქმით, ლარის გამყარებამ უფრო მეტი სავალუტო დეპოზიტარი გადაიყვანა ლარზე.
დეპოზიტების ლარში განთავსების ტენდენციას სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს.
ეროვნული ბანკის მონაცემებიდან ჩანს, რომ 2023 წლის პირველ კვარტალში, ვადიან დეპოზიტებში სავალუტო ანაბრების წილი 8.8%-ით შემცირდა და 45.2% შეადგინა.
1-ელი აპრილისთვის სულ, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა, 43.3 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,3 მილიარდი ლარით არის გაზრდილი.
მთლიან დეპოზიტებში უცხოურ ვალუტაში განთავსებული ანაბრების ოდენობა 23 მილიარდ ლარს შეადგენს..