ჰამბურგის აეროპორტში, საყოველთაო გაფიცვის გამო ხუთშაბათს და პარასკევს ყველა რეისი უქმდება, – ამის შესახებ Spiegel წერს.
აეროპორტის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ გაფიცვის გამო 20 აპრილს 152 რეისი, ხოლო 21 აპრილს 156 რეისი გაუქმდება ან თვითმფრინავები მგზავრების გარეშე იფრენენ. აეროპორტი რეისების მიღებას შეძლებს, თუმცა, შესაძლებელია შეფერხებები.
გაფიცვა დაახლოებით 80 000 მგზავრს შეეხება.
პროტესტის მიზეზი Ver.di-ს პროფკავშირსა და საჰაერო უსაფრთხოების კომპანიების ფედერალურ ასოციაციას (BDLS) შორის მიმდინარე დავაა – პროფკავშირი ღამის ცვლაში, შაბათ-კვირას და არდადეგებზე მომუშავეებისთვის უკეთეს პირობებს ითხოვს.
მარტში Ver.di-ს წევრების გაფიცვის გამო გერმანიის რამდენიმე ქალაქში ასობით ფრენა გაუქმდა.
პარასკევს ასევე, მოსალოდნელია Deutsche Bahn-ისა და სხვა სარკინიგზო კომპანიების თანამშრომლების გაფიცვაც.