სანქცირებულთა სიაში, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტმა მოაწერა ხელი, ამჯერად შევიდნენ რუსული Yandex, Rambler, 1С და ათეულობით სხვა კომპანია.
სანქციები სულ 351 ადამიანს და 254 კომპანიას შეეხება. ჩამონათვალში უმეტესად მოხვდნენ ის კომპანიები, რომლებიც საინფორმაციო და ციფრული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობენ.
ამავდროულად, სანქციები დაუწესდა 87 ფიზიკურ პირს, მათ შორის არიან რუსი სპორტსმენები. კერძოდ, მოცურავე ანტონ ჩუპკოვი, ტანმოვარჯიშე არტურ დალალოიანი, მოციგურავეები – ილია ავერბუხი, მარკ კონდრატიუკი, ტანმოვარჯიშეები – ვიქტორია ლისტუნოვა და სვიტლანა ხორკინა.
შეზღუდვები ასევე შეეხო რუსეთის თავდაცვის მინისტრის ქალიშვილს, ტრიატლონის ფედერაციის პრეზიდენტს, ქსენია შოიგუს, ბელარუსის სპორტისა და ტურიზმის მინისტრს – სერხი კოვალჩუკს და უკრაინელ ბიზნესმენს – სერხი ჰავრილჩუკს.