5 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში კვლავ გამყარდა. ამჯერად, კურსის ცვლილებამ 0.41 თეთრი შეადგინა. ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5420 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი 0.16 თეთრით გაუფასურდა ევროს მიმართ. შედეგად, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7817 ლარი გახდა.
1.43 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.1686 ლარი გახდა.
თურქული ლირა 13.20 თეთრი ღირს.