რუსული ნავთობკომპანიების აქციები მკვეთრად დაეცა მოსკოვის ბირჟაზე აშშ-ს მიერ სანქციების მიღების გამო.
“სურგუტნეფტგაზის“ აქციები 2,3%-ით დაეცა, “გაზპრომ ნეფტის“ აქციები 2,5%-ით, ხოლო “როსნეფტის“ აქციები 2%-ით. საერთო ჯამში, სამმა კომპანიამ, რომლებიც რუსეთის ნავთობის მთლიანი მოპოვების ორ მესამედს შეადგენს, კაპიტალიზაციის $1,95 მილიარდი დაკარგეს.
ცნობისთვის, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა „გაზპრომ ნეფტს“ და „სურგუტნეფტეგაზს“, რომლებიც რუსეთში სიდიდით მესამე და მეოთხე უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი კომპანიები არიან.
ახალი შეზღუდვების წინ, მსხვილმა შემსყიდველებმა – ინდოეთმა და ჩინეთმა – რუსული რუსული ნავთობის ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან იმპორტით ჩანაცვლება დაიწყეს.