ნიუ-იორკის სასამართლომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და ის უპირობოდ გაათავისუფლა პორნო მსახიობ სტორმი დენიელსისთვის ფულის გადახდის ბრალდებისგან.
აშშ-ის ახალ პრეზიდენტს დარჩება კრიმინალური ჩანაწერი, მაგრამ არ ემუქრება პატიმრობა ან ჯარიმა.
ტრამპი სხდომას არ დასწრებია. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მან თქვა, რომ „ძალიან, ძალიან უსამართლოდ“ ეპყრობოდნენ და ეს იყო “კუდიანებზე ნადირობა”.
ტრამპს ადანაშაულებდენ დოკუმენტების გაყალბებაში, რომლითაც სცადა დაემალა 130 000 დოლარის გადახდა პორნომსახიობ სტორმი დენიელსისთვის. მსახიობი ამტკიცებდა, რომ მას და ტრამპს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდათ 2006 წელს და რომ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა მას გაჩუმების სანაცვლოდ ქრთამი გადაუხადა. თავად ტრამპი უარყოფს რაიმე კავშირს დანიელსთან.
2024 წლის მაისში ნაფიცმა მსაჯულებმა ტრამპი დამნაშავედ სცნეს ჩანაწერების გაყალბებისთვის. განაჩენის გამოტანა 11 ივლისს იყო დაგეგმილი, მაგრამ პროცესი რამდენჯერმე გადადო, მათ შორის ტრამპის პრეზიდენტად არჩევის გამო. რაც შეეხება ტრამპის წინააღმდეგ დაწყებულ სხვა სისხლის სამართლის საქმეებს, საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვის საქმე 2024 წლის ივლისში დაიხურა, ხოლო კაპიტოლიუმის შტურმის საქმე ნოემბერში დაიხურა.