დღევანდელი, 8 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ლარის ცვლილებამ 2.10 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.8395 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 1.35 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ღირებულებამ 2.9287 ლარი შეადგინა.
1.65 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5329 ლარია.
ერთი თურქული ლირა 8.02 თეთრი ღირს.