სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები აჩვენებს, რომ 2022 წელს საქართველოდან მწვანილის ექსპორტი შემცირებულია. გასულ წელს საქართველოდან 3 238 ტონა ($ 3, 225 მლნ.) მწვანილი გავიდა, რაც 18,6%-ით ნაკლებია 2021 წლის მაჩვენებელზე, როცა ექსპორტი 3 979 ტონა ($4, 009მლნ.) იყო.
ექსპორტირებული მწვანილის 36.5% რუსეთის ბაზარზე გავიდა,
ქვეყნები, სადაც ქართული მწვანილის ექსპორტი ხორციელდება:
უკრაინა – 33.1%
ევროკავშირი – 15.5%
მოლდოვა – 10%
სომხეთი – 4.5%
კატარი – 0.3%
1 კილოგრამი მწვანილის საექსპორტო ფასი ბოლო ორი წლის განმავლობაში $1-ის ფარგლებშია.