საბანკო სექტორი 2024 წელს 3 მლრდ ლარზე მეტის წმინდა მოგებით ასრულებს. ნოემბრის ბოლოს ბაზარზე მოქმედი 13 მომგებიანი ბანკის საერთო მოგებამ 2.850 მილიარდ ლარს მიაღწია.
საბანკო სექტორი ყოველთვიურად, საშუალოდ, წმინდა მოგების 250 მილიონიან ზრდას ინარჩუნებს. შესაბამისად, წლის ბოლოს საბანკო სექტორის მოგების საერთო მაჩვენებელი 3 მილიარდ ლარს მიაღწევს.
ბიჯი 2023 წელთან შედარებით მომატებულია. გასულ წელს სექტორს 200 მილიონიანი საშუალო ყოველთვიური ზრდა ჰქონდა.
მოგების მაჩვენებლით “საქართველოს ბანკი” ლიდერობს. 11 თვეში მისი მოგება 1,4 მილიარდ ლარს აღწევს.
მეორე პოზიციაზეა თიბისი 1,078 მილიარდი ლარის მოგებით. მესამე ლიბერთი 102 მილიონი ლარის მოგებით.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ნოემბერში ბანკების წმინდა მოგება 260 მლნ ლარით გაზრდილია (10/24 +279 მლნ m.m; 09/24 +275 მლნ m.m).
11 თვის ჯამური მოგება (მომგებიანი ბანკების) 2.870 მლრდ ლარამდეა.
13 მომგებიან ბანკს შორისაა სანქცირებული ვითიბის შვილობილიც. ზარალზეა სილქ ბანკი და ციფრული ბანკები, რომელთაც სრულყოფილი საოპერაციო საქმიანობა არ დაუწყიათ (ჰეში, პეისერა, პეივი).
ცვლილებებია TOP-7 ბანკის სიაში, კერძოდ, ქართუმ მე-6 პოზიციაზე გადაინაცვლა, მას ადგილი დაუთმო გერმანული კაპიტალის საბანკო ჯგუფმა – პროკრედიტ ბანკმა, რომელიც მე-7-ზე ადგილზე ჩამოქვეითდა.