ლიბერთი ბანკი $5 მილიონის ფასიან ქაღალდებს უშვებს. ობლიგაციის წლიური განაკვეთი 13.5% განსაზღვრულია პარასკევს თბილისის დროით 20:00 სთ-ზე და ვაშინგტონის დროით 11:00 სთ-ზე, 5-წლიანი SOFR სვოპ რეითით.
5 წლის შემდეგ (თუ იმ დროისთვის ამ მანამდე ემიტენტი არ გამოისყიდის) სარგებელი კორექტირდება იმ დროის განაკვეთით (9.6070% +X=Y)
ემიტენტს არ აქვს დამტკიცებული დივიდენდების პოლიტიკა. აკუმულირებული წმინდა მოგების განაწილება ხდება წლიურ ჭრილში, წესდებით გათვალისწინებული წესით.
კერძოდ, დივიდენდების განაწილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აქციონერთა საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭოსგან და დირექტორისგან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე.
ემისიის განთავსების აგენტი „ალფა კაპიტალ ედვაიზორია“. საკომისიო არ აღემატება განთავსებული ობლიგაციების 0.1%-ს და ემიტენტი მას სრულად ისტუმრებს. ინვესტორს არანაირი ხარჯი არ დაეკისრება. ეს მისი პირველი ემისიაა.
25 მლნ აშშ დოლარამდე ჯამური ღირებულების დამატებით პირველად კაპიტალად კლასიფიცირებული, უვადო ობლიგაციები, გამოშვებულ იქნება 4 ინდივიდუალური ემისიად. ემიტენტს არ აქვს დამტკიცებული დივიდენდების პოლიტიკა. აკუმულირებული წმინდა მოგების განაწილებაზე გადაწყვეტილებას იღებს აქციონერთა საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭოსგან და დირექტორისგან მიღებული რეკომენდაციებით საფუძველზე.