დღეს, 11 დეკემბერს, 17:00 საათზე, სამეცნიერო და ტექნოლოგიური (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა) საზოგადოების, STEM-ის ორგანიზებით გაიმართება საპროტესტო აქცია-მსვლელობა. STEM-ის მსვლელობა განათლების სამინისტროსთან დაიწყება და პარლამენტისკენ გადაინაცვლებს.
ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აქცია-მსვლელობა სრულად იზიარებს ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის მოთხოვნებს:
მოვითხოვთ ხელახალი არჩევნების ჩატარებას!
მოვითხოვთ რეჟიმის პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
ვეწინააღმდეგებით ძალადობას მოქალაქეების მიმართ.
ვგმობთ არალეგიტიმური ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუციის უგულებელყოფას, მათ შორის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის დარღვევას და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევას.

STEM საზოგადოება მიმართავს ტექნოლოგიური და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებს, შეუერთდნენ აქციას, რათა ერთად დააფიქსირონ პოზიცია იმ საკითხებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს თავისუფლებასა და ევროპულ მომავალს.