სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2022 წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა $1.26 მილიარდი შეადგინა, წინა წელთან შედარებით ზრდა 11%-ია.
აგროსასურსათო პროდუქციის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია:
რუსეთი – საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალში პირველ ადგილზეა
საქართველოდან რუსეთში გასულ წელს $419 მლნ პროდუქცია გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 9%-ით არის გაზრდილი. რუსეთის წილი მთლიან ექსპორტში 33%-ს შეადგენს. გაიზარდა შემდეგი პროდუქციის ექსპორტი:
- ღვინის ($160.9 მლნ)
- სპირტიანი სასმელების ($56.7 მლნ)
- უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ($39.5 მლნ)
აზერბაიჯანი – 31%-ით გაიზარდა ექსპორტი და $141 მლნ-ს შეადგინა.
ექსპორტის ზრდა ძირითადად მოდის შემდეგ სასაქონლო ჯგუფებზე:
- გადამუშავებული ბურღულეული – ზრდა $9.7 მლნ; 9-ჯერ (რეექსპორტი)
- ცოცხალი ცხვარი – ზრდა $6.8 მლნ; 2.2-ჯერ
- ცოცხალი მრპ – ზრდა $6.1 მლნ; 36%-ით
- სოიას შროტი – ზრდა 5.7 $მლნ; 93%-ით(რეექსპორტი)
- ცოცხალი ფრინველი – ზრდა $4.8 მლნ; წინა წელს არ განხორციელებულა).
სომხეთი ექსპორტი $122 მლნ; 38%-ით გაიზარდა
გაზრდილია:
- უალკოჰოლო გაზიანი სასმელები – 8.6 მლნ (171%)
- ცხოველების საკვები – 4.8 მლნ (169%)
- ფრინველის ხორცი – 3.2 მლნ (44%)
- ღორის ხორცის ექსპორტი – 2.8 მლნ (43%)
ღორისა და ფრინველის ხორცის შემთხვევაში, ძირითადად, ხორციელდება რეექსპორტი.
ყაზახეთი – $91 მლნ. ექსპორტი 193%-ით გაიზარდა
ზრდა ძირითადად განაპირობა:
- სიგარეტის $41.4 მლნ.(რეექსპორტი)
- მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი – $23.9 მლნ.
უზბეკეთი – 23.6 მლნ. ზრდა 119%-ია.
ექსპორტის ზრდა ძირითადად გამოწვეულია სიგარეტის რეექსპორტით – $10.9 მლნ.
ერაყი – 32.7მლნ. ზრდა – 155%.
ზრდა ძირითადად გამოიწვია
- ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტმა -$31.5 მლნ, ზრდა 169%.
ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტზე გასულ წელს $173 მილიონის აგრარული პროდუქცია გავიდა. მთლიანი ექსპორტის თითქმის ნახევარს შეადგენს
- თხილი – 49%
- ღვინო – 18%
- სპირტიანი სასმელები – 14%
- მტკნარი წყლები-5%