ბიტკოინის ფასმა $80 000-ს გადააჭარბა. მიზეზი დონალდ ტრამპის გამარჯვებაა, რომელიც კრიპტოვალუტის მხარდაჭერით გამოდის. კვირას ბიტკოინი 4,7%-ით გაძვირდა და რეკორდულ დონეს მიაღწია $80 092-ს.
საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპის დაპირება იყო ციფრული ვალუტების მხარდაჭერა, ბიტკოინის ეროვნული რეზერვი შექმნა და მარეგულირებლების დანიშვნა, რომლებიც მხარს უჭერენ კრიპტო ფინანსებს. ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ს ციფრული ინდუსტრიის ცენტრად აქცევს.
ტრამპის გამარჯვებას მყისიერად მოჰყვა ბიტკოინზე მოთხოვნის ზრდა. აგვისტოს დასაწყისში ბიტკოინი 50 000 დოლარამდე დაეცა – მხოლოდ ერთ დღეში კრიპტოვალუტა 17%-ზე მეტით გაიაფდა. ოქტომბრის ბოლოს ბიტკოინის ფასმა სწრაფად მოიმატა და $73 ათასს გადასცდა. 6 ნოემბრის ღამეს კი, ტრამპის გამარჯვებისთანავე კრიპტოვალუტის ფასმა $75,000-ის ზღვარი გადალახა.