ტრანზაქციების რაოდენობით იმერეთში მდებარე სასტუმროები ლიდერობენ. დანახარჯების ოდენობით კი გურია ლიდერობს. ასეთ მაჩვენებლები დაფიქსირდა თიბისი ტერმინალით განხორციელებული გადახდების ანალიზის შედეგად.
გეოგრაფიული არეალის მიხედვით, ტრანზაქციების რაოდენობა და დანახარჯები განსხვავებულია. 2024 წელს იმერეთში მდებარე ბრენდირებულ, ჰოსტელის ტიპისა და მცირე და საოჯახო სასტუმროებში თიბისი ტერმინალებით 128,531 ტრანზაქცია განხორციელდა. მომხმარებლებმა კახეთში თიბისის ტერმინალით 127,117-ჯერ გადაიხადეს. საშუალო დანახარჯი კი ყველაზე მეტი გურიაში ფიქსირდება- 177 ლარი.
რაც შეეხება თბილისს, ტრანზაქციების რაოდენობით გამოირჩევა მთაწმინდაზე მდებარე სასტუმროები — აქ ეს მაჩვენებელი 134 ათასზე მეტია. საშუალო დანახარჯების თვალსაზრისით კი, დიღმის მასივსა და კოჯორში ყველაზე დიდი რიცხვები ფიქსირდება, კერძოდ, 393-ზე მეტი.
თავის მხრივ, გასაკვირი არაა, რომ სასტუმროებსა და ჰოსტელებში ტრანზაქციების ყველაზე დიდი რაოდენობა პარასკევს (155 ათასზე მეტი), შაბათსა (184 ათასზე მეტი) და კვირასაა (162 ათასზე მეტი).
თიბისის მიმნოხილვა სასტუმროებში ტრანზაქციების დინამიკას საათების ჭრილშიც აჩვენებს. როგორც გაირკვა, ტრანზაქციების ყველაზე დიდი რაოდენობა ღამის 12 საათიდან პირველამდე ფიქსირდება — კერძოდ, 403 ათასზე მეტი ტრანზაქცია.