ევროსტატის წინასწარი მონაცემებით, ევროზონაში ოქტომბერში სამომხმარებლო ფასების 2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ამრიგად, ფასების ზრდა დაჩქარდა სექტემბერთან შედარებით, როდესაც ის 1,7% იყო.
ინფლაციის ზრდა მომსახურებისა და სურსათის ფასების მატებამ განაპირობა.
წინასწარი მონაცემებით, ოქტომბერში მომსახურების ფასებმა 3,9%-ით მოიმატა. სამრეწველო პროდუქცია ოქტომბერში გაძვირდა 0.5%-ით (+0.4% სექტემბერში), ხოლო ენერგორესურსები გაძვირდა 4.6%-ით (-6.1% სექტემბერში).
სამომხმარებლო ფასები ევროზონაში ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით 0,3%-ით გაიზარდა. სექტემბერში თვიური ინფლაცია 0,1%-ით შემცირდა.
ევროზონაში ოქტომბრის ინფლაციის საბოლოო მონაცემები 19 ნოემბერს გამოქვეყნდება.