ევროკავშირის ქვეყნებში გადასახადების ზრდა აფერხებს გაზის გაიაფებას და ზრდის ელექტროენერგიის ხარჯს. ამას აჩვენებს ევროსტატის განახლებული მონაცემები.
2024 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირში ელექტროენერგიის საშუალო ფასი მცირედით გაიზარდა 2023 წლის მეორე ნახევართან შშედარებით, 100 კვტ/სთ-ზე 28,3 ევროდან 28,9 ევრომდე.
საცალო მომხმარებლებს ელექტროენერგია საშუალოდ 2%-ით გაუძვირდათ, რადგან მთავრობებმა შეამცირეს სუბსიდიები და დანამატები.
რაც შეეხება ბუნებრივ აირს, მისი საშუალო ფასი 7%-ით დაეცა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2023 წლის პირველ ნახევართან შედარებით, ელექტროენერგიის ტარიფში გადასახადების წილი 18.5%-დან 24.3%-მდე გაიზარდა, 5.8 პროცენტული პუნქტით (pp), ხოლო გაზის ტარიფში მათი წილი 22.8%-დან 27.4%-მდე (+4.6 pp) არის მომატებული.
ელექტროენერგიის და გაზის ფასების შესახებ ინფორმაცია ევროსტატმა გამოაქვეყნა.
ელექტროენერგიის ყველაზე მაღალი ფასი საცალო მომხმარებლისთვის 2024 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირდა გერმანიაში (39,5 ევრო 100 კუბ.მ-ზე), შემდეგ მოდის ირლანდია (37,4 ევრო) და დანია (37,1 ევრო).
ელექტროენერგიის ყველაზე დაბალი ფასი უნგრეთშია (10,9 ევრო 100 კვტ/სთ-ზე), შემდეგ მოდის ბულგარეთი (11,9 ევრო) და მალტა (12,6 ევრო).
ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ფასები, გადასახადების ჩათვლით, შემცირდა ევროკავშირის 16 ქვეყანაში და გაიზარდა 11 ქვეყანაში.
ბუნებრივი აირის ფასი ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში შემცირდა.
2023 წლის პირველ ნახევრიდან 2024 წლის პირველ ნახევრამდე ფასები დაეცა ევროკავშირის 24 ქვეყნიდან 15-ში.
გაზის ფასი ყველაზე მეტად ლიეტუვაში(-60%), საბერძნეთში (-39%) და ესტონეთში (-37%) დაეცა. ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა იტალიაში (+16%), საფრანგეთში (+13%) და რუმინეთში (+7%), ხოლო უცვლელი დარჩა სლოვენიაში.
მრეწველობის სექტორში გაზის ფასების შემცირება ფიქსირდება ევროკავშირის ყველა ქვეყანაში.