“თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა, „ოფშორების კანონის“ მიღებით, ქვეყანას 400 მილიონ დოლარამდე მოჰპარა.
ამის შესახებ ბაჩიაშვილმა ნოდარ მელაძის “შაბათთან” ისაუბრა.
გორგი ბაჩიაშვილის თქმით, ივანიშვილმა „ოფშორების კანონი“ პარლამენტს იმისთვის მიაღებინა, რომ 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ნახატების კოლექციაზე, რომელიც მან საქართველოში შემოიტანა, გადასახადები არ გადაეხადა.
„ოფშორების კანონი” ისეთ დროს შემოიტანა, როდესაც „რუსული კანონის“ გარშემო იყო აურზაური ანუ ის “გააძვრინა”. რეალურად ეს რისთვის იყო გაკეთებული- ივანიშვილმა 2022 წელს თვითონ თქვა ჩემი ნახატების კოლექციას არ მატანდნენო ამერიკიდან თუ საიდანაც მოჰქონდა. გამოატანეს და მან შემოიტანა საქართველოში, დაახლოებით, 1 მილიარდი დოლარის ღირებულების კოლექცია. რა თქმა უნდა, მას არ უნდოდა არც დღგ-ის, არც ქონების და არც მოგების გადასახადის გადახდა ამ ნივთებზე, შესაბამისად, ეს კანონი ითვალისწინებს სამ რამეს:
პირველი, ეს აქტივები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, ანუ მომავალში რომ ამ აქტივებს მოგებით გაყიდის, ამაზე გადასახადი არ ექნება გადასახდელი. შესაბამისად, მილიარდის კოლექცია 5-10 წელიწადში, რომ გაყიდოს 2 მილიარდად, ის 200 მილიონი დოლარი რომელიც ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს, უბრალოდ ამოიღო ქართველი ხალხის ჯიბიდან. ასევე, ის განბაჟების და დღგ-ს საფასური – მილიარდ დოლარზე, დაახლოებით უწევს180 მილიონი დოლარი უწევს, მან ასევე ქართველი ხალხის ჯიბიდან ამოიღო.
ქონების გადასახადი, წლიური 1% რომელსაც ყველა იხდის თავის ქონებაზე, ყველა კომპანია იხდის თავის აქტივებზე, მან წელიწადში 10 მილიონი დოლარი პირდაპირ ამოიღო ქართველი ხალხის ჯიბიდან . ანუ 1 ოპერაციაში, დაახლოებით, 400 მილიონი დოლარი (მილიარდი ლარი) მოჰპარა სახელმწიფოს.
ამავე დროს, ყიდულობს იოანე ზოსიმეს ხელნაწერს, რომ რამენაირად ზემოქმედება გააკეთოს მორწმუნე ხალხის არჩევანზე, რომ ისინი კარგად განაწყოს მის მიმართ. ამას აპიარებს და მეორე ჯიბით მილიარდ ლარს პარავს თავის ქვეყანას – ასეთი ქველმოქმედია ბიძინა ივანიშვილი“, – თქვა ბაჩიაშვილმა.