Meta-მ თანამშრომლები სამსახურიდან იმის გამო დაითხოვა, რომ მათ კვების ვაუჩერი კბილის პასტისა და სარეცხი ფხვნილის შესაძენად გამოიყენეს. ასევე საუბარია დარღვევაზე, რომელიც შეეხება ვაუჩერების სხვა თანამშრომლებისთვის გაზიარებას ან ბიუჯეტის გადაჭარბებას. ამის შესახებ BBC წერს.
არსებობს განსხვავებული ცნობები იმის შესახებ, გაფრთხილა თუ არა Instagram-ის, Facebook-ის და WhatsApp-ის მფლობელმა კომპანიამ თანამშრომლები სამსახურიდან დათხოვნამდე.
Meta თანამშრომლებს აძლევს 25$ ლანჩისთვის, 20$ საუზმისთვის და 25$ სადილისთვის. ვაუჩერები განკუთვნილია Grubhub-დან საკვების შესაკვეთად.
ერთ-ერთმა თანამშრომელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გასულ კვირას 30-ზე მეტი ადამიანი გაათავისუფლეს, რადგან ისინი იყენებდნენ კრედიტებს „არასასურსათო პროდუქტებზე, უზიარებდნენ კრედიტებს სხვებს ან აჭარბებდნენ ბიუჯეტს“. შეძენილი არასაკვები პროდუქტებს შორის იყო კბილის პასტა, კბილის ჯაგრისი და ღვინის ჭიქები.
”მათ მიეცათ გაფრთხილება, რომ შეჩერებულიყვნენ, რაც მათმა უმრავლესობამ გააკეთა, მაგრამ ისინი სამი თვის შემდეგ მაინც გაათავისუფლეს ”, – თქვა თანამშრომელმა.
გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ ასევე შეამცირა სამუშაო ადგილები WhatsApp-ში, Instagram–სა და Reality Labs-ში.