რუსეთი სთხოვს საქართველოს მიწოდოს ელექტროენერგია ავარიული რეჟიმის დროს. ამის შესახებ Inter RAO-ს წარმომადგენელმა ალექსანდრა პანინამ ჟურნალისტებს უთხრა.
როგორც რუსული ТАСС წერს, საუბარია 300 მეგავატი ელექტროენერგიის რუსეთში იმპორტზე. იგივე ოდენობის ელექტროენერგიის მიწოდებაზე მოლაპარაკებები რუსეთს აზერბაიჯანთანაც აქვს.
„თუ შეიქმნება ავარიული რეჟიმი, მაშინ ჩვენ, სისტემის ოპერატორის მოთხოვნით, მივმრთავთ ორ ენერგოსისტემას – საქართველოს და აზერბაიჯანს – თხოვნით, რომ მზად იყვნენ თითოეულმა მოგვაწოდოს 300 მეგავატი“, – პანინა.
მისივე თქმით, კომპანიას პასუხი საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ჯერ არ მიუღია.
რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ვარაუდობს, რომ 2024 წელს ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება 3,9%-ით გაიზრდება.