საბანკო სექტორი საკრედიტო აქტივობას ზრდას 18.5%-ის ფარგლებში ინარჩუნებს.
ბიზნეს დაკრედიტების აქტივობის საგაზაფხულო ტრენდი, შეცვლილია. მაისში ბიზნეს სესხების წლიური ზრდის მაჩვენებელი, ერთ თვეში 19%-იდან, 17.7%-მდე ჩამოვარდა, შემდეგ კი ზრდა დასტაბილურდა და სექტემბრის მდგომარეობით, 18.59%-ს შეადგენს.
ეროვნული ბანკი დაკრედიტების მდგრადობის შეფასებისას, აცხადებდა, რომ დაკრედიტების ზრდა ძირითადად ბიზნესის დაფინანსების მატების ხარჯზე იყო.
სებ-ის სტატისტიკით, მსხვილი ბიზნესისთვის აგვისტოში გაცემული სესხების მოცულობა 1.099 მლრდ ლარამდეა შემცირებული, როცა ბანკებმა ივლისში /ივნისში 1.7 მლრდ-1.7 მლრდ გასცეს. აგვისტოში შემცირებულია მცირე ბიზნეს სესხებიც, 1.63 მლრდ-დან, 1.48 მლრდ ლარამდე. მათ შორის, მსხვილი ბიზნესის თვის აქტივობა თითქმის განახევრებულია. უცხოური ვალუტაში გაცემული სესხების 662 მლნ ლარიდან (ივლისი) 354 მლნ ლარამდეა (აგვისტო) დაკლებული.
მცირე და საშუალო ბიზნესი, კი, აგვისტოში საბანკო სექტორმა 736 მლნ ლარით (ეკვივალენტი უცხოურ ვალუტაში) დააკრედიტა (07/2024 – 790 მლნ ლარი იყო).
ბაზარი აგვისტოს ტრენდს ანუ სესხის აღებისგან თავის შეკავებას, წინასაარჩევნო მოლოდინითაც ხსნის. ზოგიერთი კომპანია მიიჩნევს, რომ სესხის არჩევნებამდე მოსწრება ჯობს. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ოქტომბრის ბოლომდე სესხის აღებისგან თავშეკავება უმჯობესია. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ბიზნესის ქცევას ორივე შემთხვევაში ექნებოდა გამართლება.
სექტემბრის მდგომარეობით, ბიზნეს სესხების მთლიანი პორტფელი 33.4 მლრდ ლარამდეა. მათ შორის, მსხვილი ბიზნესის 10.5 მლრდ ლარს აღემატება.