ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ბანკის ჯგუფის(BGEO) აქციებზე, მაღალი მოთხოვნა ნარჩუნდება, მაგრამ კაპიტალიზაცია შემცირებულია.
კომპანიის აქციები GBP41 ზღვარს ზევით ივაჭრება. წინა სასესიო კვირას, მაქსიმალურმა ფასმა 47.1 ფუნტ სტერლინგს (GBP) მიაღწია.
G&T-ის ინფორმაციით, თვის ჭრილში, გარიგებები დღიურად, საშუალოდ 70 000 აქციაზე იდება. კვირის ნავაჭრი კი 245 000 -ს აღემატება.
2024 წლის 15 ოქტომბრის მდგომარეობით, ჯგუფის კაპიტალიზაცია £1.788 მილიარდია (L/W – £1.788), რაც 2 თვის წინანდელ ფასზე 1,9%-ით ნაკლებია (15.08.2024 – £1.822). ამ მხრივ ჯგუფის სტატისტიკა მსოფლიო ტრენდს მიყვება.
საანგარიშო პერიოდისთვის ლონდონის ბირჟაზე დალისტული კომპანიები ჯამური კაპიტალიზაცია £3.651 მილიარდია (10/2023 – 3.8 მლრდ).
აქციების ტრენდი კვირის და თვის ჭრილში
±% (w/w) | ±% (m.m) | ||
TBCG | -7.27% | +8.72 | |
BGEO | -9.78% | +2.34 | |
CGEO | -6,94 | +0.61 |
წყარო: G&T