საჰარას უდაბნოში წყალდიდობაა, რაც პირველია ნახევარი საუკუნის განმავლობაში. სექტემბერში ორდღიანმა წვიმებმა საშუალო წლიურ მაჩვენებელს გადააჭარბა, რამაც წყალდიდობა გამოიწვია.
NASA-ს სატელიტურ ფოტოებზე ჩანს, რომ ირიკის ტბა, რომელიც 50 წლის განმავლობაში მშრალი იყო, წყლით არის სავსე.
სავსეა ტბები უდაბნოს ქალაქ მერზუგაში, რაჩიდიასთან, სამხრეთ-აღმოსავლეთ მაროკოში. მცირე ტბების წარმოქმნის გარდა, სექტემბერში სამხრეთ-აღმოსავლეთ მაროკოში წყალსაცავები რეკორდული სიჩქარით შეივსო.
ასეთმა წვიმებმა, რომელსაც მეტეოროლოგები ექსტრატროპიკულ შტორმს უწოდებენ, შესაძლოა რეგიონში მეტეოროლოგიური პირობები შეცვალოს და ქარიშხლები გამოიწვიოს.
გასულ თვეში მაროკოში წყალდიდობას 18 ადამიანი ემსხვერპლა.
საჰარა, რომელიც 9.4 მ კვ.კმ ფართობზე ჩრდილოეთ, ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკის ათეულ ქვეყანაშია გადაჭიმული, მსოფლიოში უდიდესი ცხელი უდაბნოა. გვალვა პრობლემაა ბევრ ამ ქვეყანაში.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის გენერალური მდივანი სელესტ საულო ამბობს, რომ წყლის ციკლები მთელ მსოფლიოში მზარდი სიხშირით იცვლება.
„ტემპერატურების მატების შედეგად ჰიდროლოგიური ციკლი დაჩქარდა. ის უფრო არასტაბილური და არაპროგნოზირებადი გახდა. ჩვენ ან ჭარბი ნალექის ან წყლის დეფიციტის პრობლემას ვაწყდებით, ”- თქვა მან.