ევროკავშირმა გადადო ახალი ბიომეტრიული კონტროლის ამოქმედება ევროკავშირის არაწევრი მოქალაქეებისთვის. კონტროლის ახალი სისტემა 10 ნოემბერს უნდა ჩართულიყო.
მისი გადადების მიზეზი გახდა გერმანიის, საფრანგეთის და ნიდერლანდების განცხადება, რომ მათ სასაზღვრო კომპიუტერული სისტემები ჯერ არ აქვთ მზად. ამის შესახებ Reuters წერს.
ახალი ბიომეტრიული სისტემის შემოღების ზუსტი გრაფიკი არ არსებობს, მაგრამ განიხილება მისი ეტაპობრივი ამოქმედება.
ახალი სისტემის მუშაობის პრინციპი ასეთია: ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა/გასვლის სისტემა (EES) შექმნის ციფრულ ჩანაწერს, რომელიც აკავშირებს სამგზავრო დოკუმენტს ბიომეტრიულ პირადობის მონაცემებთან, რაც გამორიცხავს პასპორტებში ბეჭდის ხელით დასმის საჭიროებას. ევროკავშირის საზღვრის კვეთისას, არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებმა უნდა გააკეთონ თითის ანაბეჭდი, სახის სკანირება და ევროკავშირში შესვლის მიზნის შესახებ დასმულ კითხვებს.
სისტემის დანერგვა უკვე მესამედ გადაიდო. ის ძალაში ზაფხულში უნდა შემოსულიყო, მაგრამ საფრანგეთმა მისი გადადება ოლიმპიური თამაშების გამო მოითხოვა.