ნავთობის და ოქროს ფასი უკან იხევს, რადგან ახლო აღმოსავლეთში ომის საფრთხე შედარებით შემცირდა.
ირანის ნავთობის ობიექტებზე ისრაელის თავდასხმის საფრთხემ იკლო, პარალელურად ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების შანსი გაჩნდა, რასაც სამშაბათს ნავთობისა და ოქროს ფასების კლება მოჰყვა. თუმცა, მათი ფასები არასტაბილური რჩება.
ნავთობის ფიუჩერსებმა ორშაბათს ექვსკვირიანი ზრდის შემდეგ 4%-ით დაიწია, ხოლო ოქრო 1%-ზე მეტით გაიაფდა, რაც ზედიზედ მეხუთე დღიური კლებაა, რეკორდული გაძვირების შემდეგ, როცა ძვირფასი ლითონი ომის მოლოდინის გამო დიდი რაოდენობით შეისყიდეს.
Brent-ის ფიუჩერსები გაიზარდა $73,78-მდე, ხოლო WTI-ის ფიუჩერსები $ 77,48-მდე. თუმცა, გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიმართ მგრძნობიარე ამ საქონლის არასტაბილურობა შეიძლება გაგრძელდეს. ბაზრის ყურადღება მიპყრობილია ისრაელის გადაწყვეტილებისკენ, დაარტყამს თუ არა ირანის ნავთობის ობიექტებს. შაბათს ისრაელმა თქვა, რომ შურს იძიებს “როცა ამის დრო დადგება”.
ნავთობსა და ოქროზე შეიძლება იმოქმედოს სხვა მოვლენებმაც. კერძოდ, ფედერალური რეზერვის სხდომამ, რომელიც მიმდინარე კვირაში იგეგმება და აშშ-ს ინფლაციის ახალმა მონაცემებმა.