უნგრეთმა დაბლოკა დიდი შვიდეულის (G7) მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინისთვის $50 მილიარდიანი სესხის გამოყოფის შესახებ.
ბუდაპეშტმა ასევე გადადო რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.
ორივე საკითხი „გაყინულია“ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე, ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა მიჰალი ვარგამ განაცხადა, წერს Reuters.
„ჩვენ უნდა ვნახოთ, რა მიმართულებით წავა ამერიკის მომავალი ადმინისტრაცია,”– ამბობს ოფიციალური ბუდაპეშტი.
ცნობისთვის, ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ დასავლეთში გაყინული რუსული აქტივებიდან $50 მილიარდამდე შემოსავალი გადაეცა უკრაინისთვის. ვინაიდან აქტივების უმეტესობა ევროპაშია, ბრიუსელს შეუძლია 35 მილიარდ ევრომდე გამოყოს G7-ის სესხისთვის. ეს თანხა შემცირდება იმ თანხით, რომელსაც შეერთებული შტატები შეიტანს.