Galt&Taggart -ის კვლევის თანახმად, 2024 აგვისტოში თბილისში უძრავ ქონებაზე მოთხოვნამ განაგრძო გაუმჯობესება, თუმცა ის მაინც შესუსტებულია წლის დასაწყისთან შედარებით. აგვისტოში ფასები პირველად ბაზარზე თვიურად მცირედით 0.3%-ით გაიზარდა, ივლისში დაფიქსირებული უცვლელი ფასის შემდეგ.
საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე შესუსტებულმა მოთხოვნამ იმოქმედა მიწოდებაზე და გასული სამი თვის განმავლობაში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების მოცულობა მკვეთრად, წლიურად 41.9%-ით შემცირდა.
Galt&Taggart -ის პროგნოზით, მოსალოდნელია რომ ნებართვების გაცემის ეს დინამიკა 2024 წლის ბოლომდე შენარჩუნდება, რადგან დეველოპერები, სავარაუდოდ, ელოდებიან მოთხოვნის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას.
მიმდინარე წლის 8 თვეში თბილისში სამშენებლო ნებართვა ჯამში 1,105 ათას კვ. მეტრზე ფართზეა გაცემული(2023 წელს – 1,343 ათას კვ. მ).
თბილისში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე გაცემული სამშენებლო ნებართვების
ფართობი უბნების მიხედვით, ‘000 მ2
რაც შეეხება თბილისის უბნებს, გაცემული ნებართვების მიხედვით კვლავ დიდი დიღომი ლიდერობს, შემდეგ მოდის სამგორის რაიონი, მესამე ადგილზეა საბურთალო. ყველაზე მცირე ფართზე ნებართვა გაცემულია მთაწმინდის რაიონში.