ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მარტისთვის კომერციული ბანკების ანგარიშებზე 43,61 მილიარდი ლარის დეპოზიტია. ეს 36.79 მილიონი ლარით, 0,08%-ით ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მოცულობაზე (გაცვლითი კურსი ეფექტურის გარეშე 0,54%-ით გაიზარდა).
აღსანიშნავია, რომ წინა თვესთან შედარებით გაზრდილია ვადიანი დეპოზიტების ოდენობა – 38,20 მილიონი ლარით, 0,23%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდა 0,65%-ია).
ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 74,99 მილიონი ლარით ანუ 0,28%-ით (გაცვლითი კურსი ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.48%-ით).
თებერვლის ბოლოსთვის დეპოზიტების 45,23% ლარშია განთავსებული. ლარიზაციის მაჩვენებელი, წინა თვესთან შედარებით, 0.12%-ით არის გაზრდილი.
ლარის დეპოზიტების საშუალო წლიური სარგებელი 11,51%-ს შეადგენს, ხოლო უცხოურ ვალუტაში საშუალო წლიური სარგებელი 1,17%-მდე არის შემცირებული.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში, აშშ დოლარში ნომინირებული ანაბრების წილი 81,40%-ს შეადგენს, ხოლო ევროს წილი 16.92%-ია.