სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, არარეზიდენტების მიმდინარე ანგარიშებზე, მაისის მდგომარეობით, 2.4 მლრდ ლარი იყო განთავსებული და აქედან 92% -2.2 მლრდ ლარის ეკვივალენტი უცხოურ ვალუტაშია.
ბანკების არარეზიდენტმა კლიენტებმა აგვისტოში, ანგარიშებიდან 2.8 მლრდ ლარამდე თანხა გაიტანეს, ძირითადად დოლარში. ევროს განაღდება 190 მლნ ლარის ეკვივალენტია, რაც მიმდინარე ფასებში 63 მლნ ევროს შეადგენს.
სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკა არარეზიდენტებს მოქალაქეობის მიხედვით არ აიდენტიფიცირებს. ამასთან გაცხადებულია, რომ დსთ-ს მოქალაქეების წილი შემცირდა. შემსუბუქდა ლიკვიდობის მოთხოვნაც, ძველ ნიშნულამდე, 40%-მდე, რაც ბანკებისთვის, დსთ-დან გაზრდილი ნაკადის გამო, შარშან გაორმაგდა. ქვეყანაში შემოსული ბელარუსების 34.3%, რუსების 26,8% და უკრაინელების 30% 1 წელზე მეტია უკვე საქართველოშია. სსფ-ის სტანდარტით მათ უკვე რეზიდენტის სტატუსი ესადაგება.