Moody’s-მა ისრაელის საკრედიტო რეიტინგი „Baa1“-მდე „A2“-დან პარასკევს, 27 სექტემბერს შეამცირა და შეინარჩუნა უარყოფითი პერსპექტივა, ლიბანსა და პალესტინაში საბრძოლო მოქმედებების ფონზე.
”რეიტინგის შემცირების მთავარი ფაქტორია გეოპოლიტიკური რისკის გაძლიერება, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს ისრაელის კრედიტუნარიანობაზე როგორც უახლოეს, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში”, – აღნიშნავს სარეიტინგო სააგენტო.
Moody’s შეშფოთებას გამოთქვამს ისრაელის უსაფრთხოებისა და გრძელვადიანი ეკონომიკური პერსპექტივების შესახებ და აღნიშნავს, რომ Baa-ზე ქვემოთ ჩავარდნის შემთხვევაში, ისრაელი საინვესტიციო კლასიფიკაციას დაკარგავს.
Moody’s-ის თანახმად, “რეიტინგი სავარაუდოდ კიდევ უფრო დაიკლებს, პოტენციურად რამდენიმე პუნქტით, თუ ჰეზბოლასთან ბრძოლა გადაიქცევა სრულმასშტაბიან კონფლიქტად.” როგორც ცნობილია, ისრაელმა დღეს განაცხადა, რომ ლიბანში ჰეზბოლამ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.
ცნობისთვის, Fitch-მა ისრაელის საკრედიტო რეიტინგი “A”-მდე “A-plus”-დან გასულ თვეში შეამცირა, რითაც შეინარჩუნა უარყოფითი პერსპექტივა.
The Washington Post წერს, რომ ისრაელის ეკონომიკა გამოწვევების წინაშე დგას. განსაკუთრებით დაზარალდნენ სამშენებლო და სოფლის მეურნეობის სექტორები. ქვეყნის სტატისტიკის ცენტრალური ბიუროს მონაცემებით, ტურიზმი 75%-ზე მეტით დაეცა. მეორეს მხრივ, სამხედრო ხარჯები მინიმუმ გაორმაგდა. ისრაელის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ მიმდინარე ომი შესაძლოა $67 მილიარდი დაჯდეს 2025 წლამდე.