საქართველოს ავაიბაზარზე ბერძნული Sky Express იწყებს ოპერირებას.
ახალი ავიაკომპანია რეისების შესრულებას მიმდინარე წლის 27 ოქტომბრიდან დაიწყებს.
Sky Express რეგულარულ რეისებს ათენი – თბილისი – ათენის მიმართულებით თბილისის აეროპორტიდან შეასრულებს.
ფრენები კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.
ამ დრომდე, საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის რეისებს ბერძნული Aegean Airlines და Wizz Air ასრულებენ. პირველი ათენიდან და სალონიკიდან თბილისის აეროპორტში ასრულებს რეისებს, ხოლო Wizz Air სალონიკიდან და ათენიდან ქუთაისის მიმართულებებით დაფრინავს.