საქართველოდან 2022 წელს 1 393 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით, 45%-იანი ზრდაა. 2021 წელს ექსპორტზე 955 ტონა მოცვი გავიდა.
გაიზარდა კენკრის საექსპორტო ფასიც. კილოგრამი მოცვის საშუალო ფასი შარშანდელ სეზონზე $6.12 იყო, რაც 3%-ით მეტია წინა წლის ფასზე – $5.94
საქართველოში მოყვანილი მოცვის ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, სადაც მოცვის 89,8% გავიდა, სომხეთში გავიდა კენკრის 4,6%, არაბთა გაერთიანებულ ემირატებში – 3,5%. ევროკავშირში – 0.7%, ქუვეითში – 0,2%; ინდოეთში – 0,2%, კატარში – 0,1%.