დღევანდელი, 26 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით მცირედით, 0,16 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.7285 ლარს შეადგენს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.70 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3,0428 ლარი გახდა.
0.30 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ (GBP), რომლის ფასი 3.6491 ლარია.
თურქული ლირა 7,99 თეთრი ღირს.