ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2024 წლის აგვისტოს ბოლოსათვის 56.12 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 464.14 მლნ ლარით, ანუ 0.83%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.15%-ით მეტი).
აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 699.21 მლნ ლარით, ანუ 2.89%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.24%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 235.07 მლნ ლარით, ანუ 0.75%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 0.46%-ით).