უნცია ოქროს ფასი $2600-ს გადასცდა, რაც ახალი ისტორიამდე მაქსიმუმია. მისი გაძვირება აშშ-ს ფედერალური რეზერვის(Fed) მიერ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მოლოდინი იწვევს.
ოქროს ფიუჩერსები 2024 წელს 25%-ით გაიზარდა, რაც მას წლის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ საინვესტიციო პროდუქტად აქცევს, განსხვავებით ნავთობისგან, რომლის ფასი წლიურად 6%-ზე მეტით არის შემცირებული.
ინვესტორები საკუთარ პორტფოლიოს დივერსიფიკაციას ძვირფასი მეტალით ცდილობდნენ, საპროცენტო განაკვეთების მოსალოდნელი კლების ფონზე. დაბალი განაკვეთები ოქროს მეტად მიმზიდველს ხდის, ვინაიდან დაბალპროცენტიან სახაზინო ობლიგაციებთან უფრო კონკურენტული აქტივი ხდება. შესაბამისად, ინვესტორები ელოდნ ცხად სიგნალს, რომ განაკვეთების შემცირება ახლოვდებოდა.
ბაზარი აშშ-ს ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილებას ელოდება, რომელიც დიდი ალბათობით შეამცირებს რეფინანსირების განაკვეთს, პირველად ოთხი წლის განმავლობაში. FED-ის სხდომა მიმდინარე კვირაში უნდა გაიმართოს.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Fed-მა შესაძლოა გამოაცხადოს 25 ან 50 პუნქტიანი შემცირება ინფლაციის კლების ფონზე. ბოლო მონაცემებით, აშშ-ში წლიური ინფლაცია 2.5%-მდე ჩამოვიდა, 2022 წლის ივნისის 9.1%-დან.
ოქროს გაძვირებას სტიმული მისცა ეკონომიკურმა მონაცემებმაც. აშშ-შიუმუშევრობის დონემ აგვისტოში 4,2%-ს მიაღწია. მწარმოებლის ფასები მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა, მომსახურების მაღალი ხარჯების გამო, მაგრამ საერთო ტენდენცია მაინც ინფლაციის შემსუბუქებაზე მიუთითებს.