საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალში საქართველოში აგრარული პროდუქციის ღირებულება შემცირდა. სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 4.3%-იან კლებას აჩვენებს.
აპრილ-ივნისის პერიოდში ინდექსის შემცირება ძირითადად, განპირობებული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 11.3%-იანი კლებით, რამაც შესაბამისად, -5.93 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
რაც შეეხება წლიურ ჭრილში ინდექსის ცვლილებას, წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი შემცირდა 8%-ით.
ინდექსის კლება, ძირითადად, გამოწვეული იყო მრავალწლოვანი კულტურების ღირებულების 11.7%-იანი კლებით,
ამავე პერიოდში ერთწლოვანი კულტურების ღირებულება 9.5%-ით შემცირდა, ხოლო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულება 2.6%-ით.