საქართველოში ყველაზე მეტად ელექტროგაყვანილობის ხელოსნის და მღებავის მომსახურება გაძვირდა. საქსტატის თანახმად, ბოლო ერთ წელიწადში აღნიშნული სერვისების ფასები შესაბამისად, 22,63% და 20.44%-ით არის მომატებული.
ასევე მნიშვნელოვნად არის გაძვირებული ავტომობილების რეცხვის და მობილური ტელეფონის შეკეთების ღირებულება.
BRG.GE გთავაზობთ იმ მომსახურებებს, რომელიც წელს აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაძვირდა:
- მღებავის მომსახურება – 20.44%
- ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება – 22.63%
- ავტომობილის რეცხვის გადასახდელი – 16.26%
- მობილური ტელეფონის შეკეთება – 11.26%
- მამაკაცის ტანსაცმლის გადაკეთება – 9.71%
- კბილის ამოღება – 9.48%
- სანტექნიკოსის მომსახურება – 6.22%
- რეპეტიტორის მომსახურება – 5.69%
- ძიძის მომსახურების ღირებულება – 4.24%
- კბილის დაბჟენა – 2.94%
- ავტომობილში ზეთის და ფილტრის შეცვლა – 2.81%
- ქალის ფეხსაცმლის შეკეთება – 2.80%
- კოსმეტოლოგის მომსახურება – 1.80
შეგახსენებთ, 2024 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში -0.1%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა, ხოლო წლიური ინფლაციის დონე 1% -ით განისაზღვრა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9% იყო, ისევე როგორც თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი. ამის შესახებ ინფoრმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.