სანქციების მიუხედავად, რუსეთიკვლავ რჩება ევროკავშირისთვის გაზის მიმწოდებლად და იმპორტის მაჩვენებლით შეერთებულ შტატებს უსწრებს.
როგორც Die Welt ბრიუსელში დაფუძნებული საკონსულტაციო კომპანია Bruegel-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, 2024 წლის მეორე კვარტალში, ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად, ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთიდან უფრო მეტი ბუნებრივი აირი შეიტანეს, ვიდრე შეერთებული შტატებიდან.
აპრილიდან ივნისამდე პერიოდში ევროკავშირმა რუსეთიდან 12,7 მილიარდი კუბ. მეტრი გაზი იყიდა, ხოლო შეერთებული შტატებიდან 12,3 მილიარდი. ამასთან, 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, რუსეთიდან მიწოდება ოდნავ შემცირებულია, ხოლო შეერთებული შტატებიდან – კლება უფრო მკვეთრი იყო.
რუსული გაზი ევროპაში რუსეთს ევროპის გაზის ბაზარზე ნაწილობრივ დაბრუნებაში თურქეთიც დაეხმარა, სხვადასხვა მიმწოდებლებიდან მიღებული ბუნებრივი აირის შერევის გზით. თურქეთის გავლით ევროპაში შეტანილი ამ ნაზავის 40% ნომინალურად რუსული გაზია, თუმცა, რეალურად მისი წილი შეიძლება იყოს უფრო მაღალიც იყოს.