თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაქირავებელმა ფასმა 2024 წლის ივლისშიც განაგრძო კლება და $11.5-ს გაუტოლდა. ეს მიმდინარე წლის ივნისის თვის მაჩვენებელს 0.8%-ით ჩამორჩება, ხოლო 2023 წლის ივლისთან შედარებით – 9.1%-ით ნაკლებია.
გასაქირავებელი ფასის ინდექსები (2019 საშუალო = 100)
შესაბამისად, შემცირებულია თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონებიდან მიღებული ამონაგებიც.
ივლისის თვეში უძრავი ქონებიდან მიღებული ამონაგებმა 10.1% შეადგინა, რაც გასული წლის ივლისთან შედარებით 1.2%-ით ნაკლებია.