2024-ის 7 თვის მონაცემებით, საბანკო სექტორის მოგებამ 2 მლრდ ლარს მიაღწია.
აქედან საბანკო სექტორის 2 ლიდერის ბანკის, თიბისის და საქართველოს ბანკის წილი 87.4%-ს შეადგენს.
ამასთან ბაზარზე მოქმედი 17 ბანკიდან 12 კომერციული ბანკი მოგებაზეა.
ზარალზეა 5 ბანკი – სილქ ბანკს 5.5 მლნ ლარის ზარალი უფიქსირდება, ხოლო სანქცირებული ვითიბის შვილობილს, 9 მილიონიანი ზარალი აქვს.
ასევე წაგებაზე მუშაობენ ციფრული ბანკები, რომელსაც სრულფასოვანი საოპერაციო საქმიანობა ჯერ დაუწყებული არ აქვთ.
კომერციული ბანკების რეიტინგი წმინდა მოგებით/ მლნ. ლარი(01.08.24- თვის):
საქართველოს ბანკი 930,991
თიბისი 682,891
ლიბერთი 65,683
ბაზისბანკი 42,015
კრედო 31,363
ქართუ 22.699
პროკრედიტ ბანკი 20,699
ტერა ბანკი 18,479
ხალიკ ბანკი 11,2
წყარო: GBC