დღევანდელი, 20 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 1.04 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6995 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 2.36 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9913 ლარი გახდა.
2,59 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ (GBP), რომლის ფასი 3.5107 ლარი გახდა.
თურქული ლირა 7.98 თეთრი ღირს.