დღევანდელი, 19 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.12 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6891 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 1.11 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9677 ლარი გახდა.
1,35 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ (GBP), რომლის ფასი 3.4848 ლარი გახდა.
თურქული ლირა 7.97 თეთრი ღირს.