საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთია.
საქსტატის ივლისის თვის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტზე ყირგიზეთში $587,5 მილიონის პროდუქცია გავიდა, რაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 67,5%-ით არის გაზრდილი. ყირგიზეთის წილი მთლიან ექსპორტში 16,6%-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ადგილობრივ ექსპორტში უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალში საერთოდ არ ფიგურირებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნის ლიდერობას რეექსპორტი განაპირობებს.
ყირგიზეთში ექსპორტს თითქმის მთლიანად ავტომობილების შეადგენს. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ყირგიზეთში $539 მილიონის, 15 059 ცალი ავტომობილი გავიდა.
მეორე ადგილს საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალში ყაზახეთი იკავებს. ამ ქვეყანაში მიმდინარე წლის 7 თვეში $446,5 მილიონის ექსპორტი განხორციელდა, რაც 26%-იან ზრდას ნიშნავს.
მესამე ადგილზე რუსეთია, $407, 231 მილიონის ექსპორტით. რუსეთში ექსპორტის მოცულობა გასული წლის 7 თვესთან შედარებით -2,2%-ით არის შემცირებული.
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები ექსპორტის მიხედვით: